ცხადდება მიღება ბუღალტრული აღრიცხვის პროფესიულ პროგრამაზე

პროფესიული განათლების მიღების მსურველთა საყურადღებოდ!

პროგრამაზე დარეგისტრირება შესაძლებელია 20 მაისიდან 10 აგვისტოს ჩათვლით უნივერსიტეტის დისტანციური მხარდაჭერით ან/და ონლაინ: www.vet.emis.ge.  იხილეთ რეგისტრაციის ინსტრუქცია

კონსულტაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე: 591 411 285

 სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2020 წლისთვის აცხადებს მიღებას პროფესიულ პროგრამაზე:

პროფესიული პროგრამა პროგრამაზე დაშვების წინაპირობა პროგრამის ხანგრძლივობა ადგილების რაოდენობა
1 ბუღალტრული აღრიცხვა სრული ზოგადი განათლება 69 კვირა.

91 კვირა  – მათთვის, ვინც  სწავლის უფლება მოიპოვეს  რუსულ, აზერბაიჯანულ ან სომხურ ენაზე ტესტირების გზით.

15

 

უნივერსიტეტი აპირებს ახალი პროგრამების დამატებას, მათ შორისაა საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები, რომელზეც რეგისტრაციის უფლება აქვთ საბაზო განათლების მქონე პირებს. რაც სრულდება ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტთან გათანაბრებული დიპლომის გაცემით.

პროგრამებზე რეგისტრაციის დასრულებამდე (10 აგვისტომდე) ეტაპობრივად მოგაწვდით სიახლეებს დამატებული პროფესიული პროგრამების შესახებ.