2020 წლის 25 მაისს, 13:00 სთ-ზე, გაიმართა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტთა და პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო ონლაინ კონფერენცია მიძღვნილი უნივერსიტეტის დაარსებიდან 30 წლისთავისადმი.
კონფერენციამ იმუშავა 4 მიმართულებით:
ენათმეცნიერების სექცია;
განათლების სექცია;
ლიტერატურათმცოდნეობის სექცია;
ისტორიის, ეთნოლოგიისა და არქეოლოგიის სექცია.
მონაწილეთა მიერ წარმოდგენილი თითოეული მოხსენება იყო ძალიან საინტერესო და აქტუალური.
შემაჯამებელ სხდომაზე კონფერენციის მუშაობა შეფასდა დადებითად.
იხილეთ: კონფერენციის სამუშაო პროგრამა