16 ივლისს, USAID საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში, მასწავლებელთა აღიარების რეგიონული კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.
დაჯილდოების ცერემონიალზე გამოვლინდნენ სამცხე-ჯავახეთის, თბილისის, ქვემო ქართლის და მცხეთა-მთიანეთის საუკეთესო მასწავლებლები.
კონკურსი, რომელიც წელს პირველად გაიმართა, მიმართულია საქართველოს რეგიონებში დაწყებითი განათლების მშობლიური ენისა და მათემატიკის წარმატებული, მოტივირებული და შემოქმედებითი მასწავლებლების წარმოჩენაზე. ღონისძიებას საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ესწრებოდა. მან პირადად დააჯილდოვა გამარჯვებული მასწავლებლები. ღონისძიების მონაწილეებს მიესალმა და გამარჯვებულ პედაგოგებს წარმატება მიულოცა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ და USAID-ის საბაზისო პროგრამის ხელმძღვანელმა ნენსი პარკსმა.
სამცხე–ჯავახეთიდან საუკეთესო მასწავლებლის ტიტული 6 პედაგოგს მიანიჭეს:
– ელზა რაისიანი, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვინთის საჯარო სკოლა – დაწყებით საფეხურზე კითხვის (მშობლიური ენისა და ლიტერატურის) საუკეთესო დამწყები მასწავლებელი.
-სუსანა მანასიანი, ახალციხის #3 საჯარო სკოლა – დაწყებით საფეხურზე სომხურ ენაზე მათემატიკის საუკეთესო მასწავლებელი.
– ლიანა კენჭოშვილი, ახალციხის #1 საჯარო სკოლა
-დაწყებით საფეხურზე მათემატიკის საუკეთესო მასწავლებელი
-ნინო ყურმაშვილი, ახალციხის #1 საჯარო სკოლა – დაწყებით საფეხურზე კითხვის (მშობლიური ენისა და ლიტერატურის) საუკეთესო მასწავლებელი.
– ცისანა შერგილაშვილი, ახალქალაქის #3 საჯარო სკოლა -დაწყებით საფეხურზე კითხვის (მშობლიური ენისა და ლიტერატურის) საუკეთესო დამწყები მასწავლებელი.
-სილვა ბერუჯანიანი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთის №1 საჯარო სკოლა – დაწყებით საფეხურზე სომხურ ენაზე კითხვის (მშობლიური ენისა და ლიტერატურის) საუკეთესო მასწავლებელი.
გამარჯვებულებს მხარდამჭერი კომპანია მონოგრაფისაგან საჩუქრად ციფრული ტექნიკა
გადაეცათ.
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი ულოცავს კონკურსში გამარჯვებულ მასწავლებლებს ამ აღიარებს!