რეგისტრაცია ქართულ ენაში მომზადების პროგრამაზე

2021-2022 სასწავლო წლისთვის რეგისტრაცია იწარმოებს  ელექტრონულად

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLScYPOVx-pV1Rz2US6lvz38i-vuoso6qgtLDgtyVSNOWbxOy0w/viewform

2021 წლის 1 სექტემბრიდან 26 სექტემბრის ჩათვლით

რეგისტრაციისთვის საჭირო ასატვირთი დოკუმენტაცია:

  1. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში – პასპორტის (ან პირადობის მოწმობის) სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;

  1. ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო ბარათის ასლი;
  2. სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – ატესტატი.

უცხოეთში მიღებული სრული ზოგადი განათლების შემთხვევაში – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი განათლების აღიარებაზე;

  1. სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (მხოლოდ ვაჟებისთვის);
  2. ფოტოსურათის ელექტრონული ვერსია (CD).

შენიშვნა: თუ რეგისტრაციის პერიოდისთვის, მსმენელს არ შესრულებია 18 წელი, აუცილებელია მშობლის (მეურვის ან მზრუნველის) მონაწილეობა რეგისტრაციის პროცესში.

საკონტაქტო ტელეფონი: 577 98 77 84;  577 98 77 29

ელფოსტა: [email protected];  

სარეგისტრაციო ანკეტა არის საფუძველი საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ერთიან სტუდენტურ რეესტრში მონაცემების შესატანად. არასწორად შევსებულ ინფორმაციაზე პასუხისმგებელია პირადად ხელმომწერი

გაითვალისწინეთ:  დოკუმენტაციის ატვირთვა რომ შეძლოთ აუცილებლად უნდა გქონდეთ gmail-ის ფოსტა, ატვირთვის პროცესის დაწყებამდე შედით ჯერ ფოსტაზე და შემდეგ დაიწყეთ რეგისტრაცია.