30 სექტემბერს სჯსუს ბავშვთა უფლებების ცენტრში იუნისეფი ეგიდით საინტერესო და დატვირთული შეხვედრა გაიმართა, რომლის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს იუნისეფის წარმომადგენელმა საქართველოში ღასან ხალილმა, იუნისეფის წარმომადგენლებმა ნათია ჯოხაძემ, უნივერსიტეტის რექტორმა მაკა ბერიძემ, განათლების მიმართულების ხელმძღვანელმა ირმა ქურდაძემ, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების-ახალქალაქისა და ახალციხის მაღალი კლასის წარმატებულმა მოსწავლეებმა.
საუბარი შეეხო ბავშვთა უფლებების გაძლიერების მიზნით, სჯსუს ბავშვთა უფლებების ცენტრში სამომავლო აქტივეობებს, როგორც ახალციხეში, ასევე ახალაქლქში.
ეს ღონისიება გაგრძელება იყო იუნისეფის მხრიდან სჯსუს მხარდაჭერის სერიიდან.
აღსანიშნავია, რომ გუშინ, ახალქალაქში ღასან ხალილმა, პირადად, ოჯახში სტუმრად ვიზიტისას საჩუქრად გადასცა ლეპტოპი საერთაშორისო კონფერენციის „ბავშვთა უფლებების საკითხების ჩართვა საუნივერსიტეტო საგანმანათლებლო პროგრამებსა და კურიკულუმებში“ერთ-ერთ გამარჯვებულს, დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტს ვარა გალიბინს, 8 შვილის დედას, რომლის წარდგენილმა ნაშრომმა “ბავშვთა უფლებები აღმზრდელობითი მუშაობის მეთოდიკის კურსში – ქეისები და ცოცხალი აქტივობები”დიდი მოწონება დაიმსახურა.