სჯსუ-მ თურქეთის კავკასიის უნივერსიტეტს უმასპინძლა

29 ოქტომბერს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტმა თურქეთის რესპუბლიკის კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგენლებს უმასპინძლა. შეხვედრაზე მხარეებმა ვეტერინარიის მიმართულებით ურთიერთთანამშრომლობის შესაძლებლობებზე ისაუბრეს, რაც გულისხმობს ერთობლივი ლექციების ჩატარებას და სტუდენტებისთვის გაცვლითი პროგრამების შეთავაზებას. რექტორმა მადლობა მოახსენა სტუმრებს სავეტერინარო მედიცინის მხარდაჭერისთვის და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივისთვის.შეხვედრაზე თურქეთის რესპუბლიკის კავკასიის უნივერსიტეტის რექტორს ჰუსნუ ქაფუს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობისა და საგანმანათლებლო სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. მადლობის სიგელით დაჯილდოვდნენ ასოცირებული პროფესორი მაია მესხიძე და პროფესორი როინ ყავრელიშვილი.

შეხვედრას თურქეთის მხრიდან ესწრებოდნენ რექტორი პროფესორი ჰუსნუ ქაფუ, რექტორის მოადგილე პროფესორი ენქინ ქილიჩი, ვეტერინარიის ფაკულტეტის დეკანი პროფესორი მეთე ჯიჰანი, ვეტერინარიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე პროფესორი ჯიჰან ქაჩარი, ვეტერინარიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე ასოცირებული პროფესორი ეროლ აიდინი, ვეტერინარიის ფაკულტეტის კლინიკურ მეცნიერებათა განყოფილების გამგე პროფესორი ოზგურ აქსოი, ვეტერინარიის ფაკულტეტის ხელოვნური განაყოფიერების მიმართულების ხელმძღვანელი პროფესორი სავამ ილდიზი, პროფესორი იავუზ ოზთურქლერი.

შეხვედრის მასპინძელი მხარის წარმომადგენლები გახლდნენ: რექტორი პროფესორი მაკა ბერიძე, რექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში პროფესორი მერაბ ბერიძე, ინჟინერიის აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ვეტერინარიის მეცნიერებათა პროფესორი ლევან მაკარაძე, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარსისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, ვეტერინარიის მეცნიერებათა პროფესორი ნინო მილაშვილი, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პროფესორი როინ თათეშვილი.