ბავშვის უფლებათა ცენტრი

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბავშვის უფლებათა ცენტრი დაფუძნდა

ბავშვის უფლებათა  ცენტრი (შემდგომში “ცენტრი“) არის სსიპ – სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდგომში “უნივერსიტეტი“) განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტრუქტურული ერთეული, რომელიც შექმნილია  უნივერსიტეტსა და გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ 2021 წლის 11 აგვისტოს შეთანხმებული მემორანდუმის საფუძველზე, წარმომადგენლობითი საბჭოს 2021 წლის 15 ნოემბრის #45 დადგენილებით.

ცენტრის ძირითადი მიზანია  ბავშვის უფლებებისა და ინკლუზიური განათლების შესახებ ცოდნის შექმნა, გაზიარება, ცნობიერების ამაღლება და ინოვაციური პლატფორმის შექმნა;  ბავშვების (მოზარდების/მოსწავლეების/სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი ბავშვების), მშობლების, ბავშვებთან და ბავშვებისთვის მომუშავე და მომავალი სპეციალისტების, უფლებადამცველებისა და სხვა პირების გადამზადება;  ბავშვის უფლებების მარეგულირებელი ეროვნული და საერთაშორისო აქტების დანერგვის ხელშეწყობა სასწავლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად  და სხვა.

სიახლეები

21 მარტს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის უფლებების ცოდნის ცენტრში ორგანიზაცია “ძალა ერთიანი მომავლისთვის” პარტნიორობის ფარგლებში ჩატარდება დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საგანმანათლებლო – საინფორმაციო სახის შეხვედრა.

 

შეხვედრის თემა დაუნის სინდრომი, ამ სინდრომის მქონე ადამიანთა ინტეგრაციის პროცესი საზოგადოებაში და ისტორიულად ღირებული დღის მნიშვნელობა იყო.

 

ღონისძიებაზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლო.