17 მარტს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, როინ თათეშვილი ადმინისტრაციის თანამშრომლებს შეხვდა და შემდეგ საკითხებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა:
პანდემიის პრევენციის მიზნით გასატარებელი ღონისძიებები და რეკომენდაციების შესრულების აუცილებლობა;
ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით შემუშავებული სამუშაო გრაფიკი, რაც გულისხმობს 10:00-16:00 კონტაქტურ, ხოლო დანარჩენ საათებში დისტანციურ მუშაობას; ასევე, საათობრივ კონტროლსა და აღრიცხვას.
თანამშრომელთა გაწეული საქმიანობის შეფასებას სპეციალურად შემუშავებული ფორმის საფუძველზე;
თითოეული განყოფილების შესრულებული საქმიანობის ანგარიში და სამოქმედო გეგმა;
შეხვედრის ბოლოს, ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა თანამშრომლების შეკითხვებს უპასუხა და მათი იდეები გაიზიარა.