მიმდინარე წლის, 25-29 აპრილს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ისტორიის პროგრამის პროფესორი – როინ ყავრელიშვილი ერასმუს+ საერთაშორისო მობილობით იმყოფებოდა სლოვაკეთის ქალაქ რუჟომბეროკის კათოლიკურ უნივერსიტეტში.
იგი ხუთი სამუშაო დღის განმავლობაში კითხულობდა ლექციებს სხვადასხვა მიმართულებით მათ შორის „ბოლშევიკი ლიდერების როლი კავკასიის გასაბჭოების საქმეში მათი მიმოწერის მიხედვით“ „ანკარის მთავრობის პოზიცია ამიერკავკასიის გასაბჭოებისას“ (თურქული დოკუმენტების მიხედვით). ლექციები ძალიან საინტერესოდ კითხვა პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.
რუჟომბეროკის კათოლიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების უფროსის მარტინ პინკოჟის ორგანიზებით განხორციელდა შეხვედრები, უნივერსიტეტის ისტორიის პროგრამის დეკანთან, სამეცნიერო ბიბლიოთეკის ხელმძღვანელთან და ერასმუს + გაცვლითი პროგრამის სტუდენტებთან და მონაწილე პროფესორებთან, გარდა ლექციებისა პროგრამის მონაწილეებისათვის მოეწყო ექსკურსია მეზობელ ქალაქში ღირსშესანიშნავი ძეგლების დასათვალიერებლად.
ერასმუს+ შესაძლებლობები ფართოა, იგი ერთიანად ხსნის კარს როგორც სამეცნიერო გამოცდილების გაზიარებისათვის აგრეთვე ორ უნივერსიტეტს შორის მეგობრობის გასაღრმავებლად.
მობილობას ორგანიზება გაუწია სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების უფროსმა სპეციალისტმა – გურანდა მოდებაძემ.