სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს კიდევ ერთი საერთაშორისო მემორანდუმი შეემატა. დღეს, ექვს მაისს ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის საერთაშორისო მემორანდუმს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და მონპელიეს პოლ ვალერის უნივერსიტეტს შორის, საფრანგეთი.
აღნიშნული უნივერსიტეტი მონპელიეს უნივერსიტეტის სამი მემკვიდრე უნივერსიტეტიდან ერთერთია, რომელიც სპეციალიზებულია, ხელოვნებაში, ენებში, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებში. მონპელიეს უნივერსიტეტი მაღალი სტანდარტების მქონე უძველესი საერთაშორისო სამეცნიერო ინსტიტუციაა.
იხ. მემორანდუმი