კონფერენცია „ადრეული განათლება და ზრუნვა“

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეორე საერთაშორისო კონფერენცია „ადრეული განათლება და ზრუნვა“ გაიმართა. ორდღიან კონფერენციაში მონაწილეობენ ადრეული განათლების სფეროს ექსპერტები, პრაქტიკოსები და ხელისუფლების წარმომადგენლები, რათა ერთმანეთს გაუზიარონ ცოდნა, განავითარონ თანამშრომლობა და ხელი შეუწყონ წინსვლას ადრეული განათლებისა და ზრუნვის სფეროში.

კონფერენციაში მონაწილეობას ღებულობენ ასევე სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მაკა ბერიძე და პროფესორი ირმა ქურდაძე.