სჯსუმ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტმა პარტნიორ კავკასიის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით გაიმარჯვა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 02 ივნისის №582615 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „კონკურენტული ინოვაციის ფონდის CIF-ის (საქართველო I2Q  ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხი კონკურენტული ინოვაციის ფონდი)   ფარგლებში გამოცხადებული პირველ საგრანტო კონკურსში. 

პარტნიორი უნივერსიტეტების მიერ წარდგენილ იქნა  საპროექტო  განაცხადი: „სამეწარმეო განათლება, გზა ინოვაციის, თანასწორობისა და ხარისხისაკენ“.  პროექტმა კონკურსის ფარგლებში წარდგენილი  30 განაცხადს შორის  მე-4 ადგილი დაიკავა და  მოიპოვა დაფინანსება.

აღნიშნულ პროექტს  კავკასიის უნივერსიტეტი და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის ჩართულობით განხორციელბებს.

CIF-ის მიზანია, ხელი შეუწყოს უმაღლესი განათლების პროგრამებისა და სასწავლო გარემოს სწრაფ მოდერნიზებას და შრომის ბაზართან მათი კავშირის გაძლიერებას.