საუნივესიტეტო ოლიმპიადა პროგრამირებაში

29 ივნისს, ინჟინერიის, აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტმა პროგრამირებაში რიგით მეორე საუნივერსიტეტო ოლიმპიადა გამართა.

ოლიმპიადაზე ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულების სტუდენტებთან ერთად, მონაწილეობდნენ ისტორიის, ეკონომიკის და ეკოლოგიის სპეციალობების ინფორმაციული ტექნოლოგიების დამატებითი პროგრამის სტუდენტებიც.

ოლიმპიადა კონკურენტულ ვითარებაში წარიმართა. ოლიმპიადის დასასრულს, გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომლებსაც ინჟინერიის, აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ლევან მაკარაძემ წარმატება მიულოცა და გამარჯვებულებს თავად გადასცა სერტიფიკატები.

ოლიმპიადაზე პირველი ადგილი გიორგი ჟუჟუნაძემ, მეორე – ხაჩატურ მარქარიანმა, ხოლო მესამე – ნიკა ქარჩაიძემ დაიკავა.

სერტიფიკატები ოლიმპიადის ყველა მონაწილეს გადაეცა.