ცხადდება მიღება საქართველოს ისტორიის სადოქტორო პროგრამაზე-2023

  ცხადდება მიღება საქართველოს ისტორიის სადოქტორო პროგრამაზე

ადგილების რაოდენობა: 3

საქართველოს ისტორიის სადოქტორო პროგრამა და საქართველოს ისტორიის მიმართულების სადისერტაციო საბჭოს დებულება იხილეთ უნივერსიტეტის ვებგვერდზე: https://bit.ly/3XC5ljk

რეგისტრაცია

საქართველოს ისტორიის სადოქტორო პროგრამაზე ჩაბარების მსურველებმა ქვემოთ მითითებული დოკუმენტები უნდა ატვირთონ   2023 წლის   7 აგვისტოდან – 5   სექტემბრის ჩათვლით (18:00 საათამდე) ბმულზე

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSc14XUDSDquKe9WkRd4OjmsxcyJDH2DzytY4smJgBXPP3uARg/viewform

(რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაციის ასატვირთად  რეგისტრირებული უნდა იყოთ gmail-ის ფოსტზე). კონკურსანტს შეუძლია დოკუმენტაცია მატერიალურად წარმოადგინოს 29 აგვისტოდან – 5   სექტემბრის ჩათვლით (18:00 საათამდე) – მისამართზე: ქ. ახალციხე, რუსთაველის ქ. № 113, უნივერსიტეტის პირველი კორპუსი, ოთახი № 303.

1. განცხადება რექტორის სახელზე (ფორმა იხ.) [განცხადება]

2. სადოქტორო კვლევითი განაცხადი (ფორმა იხ. ) [დანართი № 1]

3. ავტობიოგრაფია (CV)

4. მაგისტრის დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი ან მაგისტრის ხარისხთან გათანაბრების  დოკუმენტი

5. პირადობის მოწმობის (პასპორტის) ასლი

6.  ერთი ფოტოსურათი (3X4) ელექტრონულად (დისკზე) 

7. ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) – საერთაშორისო სერტიფიკატი (TOEFL; IELTS; FCE), ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (უცხოეთში გაცემულ დიპლომთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი – უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ). 

8. ქართული ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) – სერტიფიკატი, ან ქართულენოვანი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი.

შენიშვნა: საბუთების მიღებას დაგიდასტურებთ ადმინისტრაცია.  

გამოცდები:

გამოცდა ქართულ ენაში – 12 სექტემბერი,  11:00 სთ,   აუდ. № 123

უცხოენოვანი კონკურსანტებისათვის, რომელთაც არ ექნებათ წარმოდგენილი ქართული ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი, ინიშნება გამოცდა ქართულ ენაში (მოსმენა, კითხვა, ლაპარაკი, წერა).  გამოცდის მინიმალური ბარიერია 51 ქულა.  კანდიდატები, რომლებიც ვერ გადალახავენ აღნიშნულ ბარიერს, კარგავენ კონკურსში მონაწილეობის გაგრძელების უფლებას. გამოცდაში მიღებული ქულა არ განსაზღვრავს დოქტორანტობის კანდიდატის ერთიან საბოლოო სარეიტინგო ქულას.

იხილეთ საგამოცდო ტესტის ნიმუში ქართულ ენაში [დანართი 2]

გამოცდა ინგლისურ ენაში – 13 სექტემბერი, 11:00 სთ.,  აუდ. № 123

კონკურსანტებისათვის,  რომელთაც არ ექნებათ წარმოდგენილი უცხოური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი, ინიშნება  გამოცდა უცხოურ ენაში (მოსმენა, კითხვა, ლაპარაკი, წერა).  გამოცდის მინიმალური ბარიერია 51 ქულა. კანდიდატები, რომლებიც ვერ გადალახავენ აღნიშნულ ბარიერს, კარგავენ კონკურსში მონაწილეობის გაგრძელების უფლებას. გამოცდაში მიღებული ქულა არ განსაზღვრავს დოქტორანტობის კანდიდატის ერთიან საბოლოო სარეიტინგო ქულას.


იხილეთ საგამოცდო ტესტის ნიმუში ინგლისურ ენაში [დანართი 3]

სადოქტორო კვლევითი განაცხადის განხილვა – 19 სექტემბერი, 11:00 სთ.,  აუდ. № 411

დოქტორანტობის კანდიდატის მიერ რეგისტრაციის დროს წარმოდგენილ სადოქტორო კვლევით განაცხადს აფასებს დარგობრივი საგამოცდო კომისია. მაქსიმალური შეფასებაა 40 ქულა, მინიმალური გადასალახი ბარიერი –  21 ქულა.

სადოქტორო კვლევითი განაცხადის შეფასების კრიტერიუმები იხილეთ [დანართი 4].

ზეპირი გამოცდა საქართველოს ისტორიაში – 21 სექტემბერი, 11:00 სთ., აუდ. № 312

ზეპირი გამოცდა ბარდება დარგობრივი საგამოცდო კომისიის წინაშე. მაქსიმალური შეფასებაა 60 ქულა, მინიმალური გადასალახი ბარიერი – 31 ქულა. ზეპირი გამოცდის შეფასების კრიტერიუმები იხილეთ [დანართი 5]

საქართველოს ისტორიის საგამოცდო საკითხები (დანართი 6)

პროგრამაზე მისაღები დოქტორანტობის კანდიდატის სარეიტინგო ქულა განისაზღვრება კვლევითი განაცხადისა და ზეპირი გამოცდის  მიღებული სარეიტინგო ქულათა ჯამით.

ხელშეკრულების გაფორმება

უნივერსიტეტის რექტორი, დოქტორანტი და სამეცნიერო ხელმძღვანელი, ჩარიცხვიდან არა უმეტეს ორი თვის ვადაში ხელს აწერენ ხელშეკრულებას, რომელიც განსაზღვრავს ყველა მხარის უფლება-მოვალეობებს. ხელშეკრულების ნაწილია დოქტორანტის ინდივიდუალური გეგმა. დოქტორანტი სამეცნიერო ხელმძღვანელთან ერთად ადგენს ინდივიდუალურ გეგმას სადოქტორო პროგრამის შესაბამისად (დანართი 7), რომელიც დამოკიდებულია დოქტორანტის სადისერტაციო ნაშრომის, შესაბამისი დარგის/დარგების და/ან ქვედარგისა  და სადოქტორო პროგრამის სპეციფიკაზე, ასევე დოქტორანტის აკადემიურ გამოცდილებაზე.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით:  

[email protected]

577 98 77 84