პირველკურსელთა რეგისტრაცია მიმდინარეობს 29 სექტემბრამდე

პირველკურსელებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ 2023 წლის 1 სექტემბრიდან 29 სექტემბრის 1800 საათამდე

რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია როგორც ადგილზე, ასევე ელექტრონულად


ადგილზე რეგისტრაციის შემთხვევაში წარმოსადგენი  დოკუმენტაცია:

1. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის  2 ასლი;

უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში – პასპორტის (ან პირადობის მოწმობის) სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;

2. ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო ბარათის  ასლი.

3. სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – ატესტატი.

უცხოეთში მიღებული სრული ზოგადი განათლების შემთხვევაში – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი განათლების აღიარებაზე;

4. სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (მხოლოდ ვაჟებისთვის);

5. ფოტოსურათის ელექტრონული ვერსია (CD).


ელექტრონული რეგისტრაციის შემთხვევაში ასატვირთი დოკუმენტაცია.

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSc9p7wrs10mDoNVDhLgnB35Lo6YQh0OczBh1wOwOm6n3yyE_Q/viewform

(ატვირთეთ მხოლოდ დასკანერებული დოკუმენტები, სურათი, გადაყვანილი PDF-ში სრულ დოკუმენტად არ ჩაითვლება)

1. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის  ასლი (pdf);

უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში – პასპორტის (ან პირადობის მოწმობის) სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;

2. ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო ბარათის  ასლი (pdf);.

3. სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – ატესტატი.

უცხოეთში მიღებული სრული ზოგადი განათლების შემთხვევაში – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი განათლების აღიარებაზე;

4. სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (მხოლოდ ვაჟებისთვის) (pdf);

5. ფოტოსურათის ელექტრონული ვერსია (JPEG).


შენიშვნა: თუ რეგისტრაციის პერიოდისთვის, აბიტურიენტს არ შესრულებია 18 წელი, აუცილებელია მშობლის (მეურვის ან მზრუნველის) მონაწილეობა  რეგისტრაციის პროცესში.

შემოგვიერთდით სჯსუ სტუდენტთა Facebook ჯგუფში: სჯსუ – სტუდენტები

საკონტაქტო ტელეფონი: 577 98 77 84;  577 98 77 29

ელ-ფოსტა: [email protected]