5 – 9 სექტემბერს Erasmus+ ინსტიტუციური განვითარების პროგრამის (CBHE) ფარგლებში დაფინანსებული პროექტის „სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტების განვითარება საქართველოს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში ახალგაზრდა ვეტერინარიის პროფესიონალების მომზადების მიზნით“ (VETPRO) ფარგლებში გაიმართა სამუშაო ვიზიტი ლატვიის სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (ელგავა, ლატვია). სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან სამუშაო ვიზიტში მონაწილეობდა პროექტის მენეჯერი, საერთაშორისო ურთიერთობების უფროსი სპეციალისტი გურანდა მოდებაძე და პროფესორი, პროექტის მკვლევარი, ნინო მილაშვილი.
ვიზიტის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ ვეტერინარიის ფაკულტეტის სტრუქტურასა და მატერიალ-ტექნიკურ ბაზას, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო პროგრამის კურიკულუმს, სასწავლო პროგრამებზე (ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო და სადოქტორო) მიღების წესს, სამაგისტრო ნაშრომის მომზადების საკითხს, პრეკლინიკურ და კლინიკურ სასწავლო კურსებს, აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარების ხელშემწყობ მექანიზმებს, და სხვა. ვიზიტის განმავლობაში, მონაწილეებს ასევე მიეცათ შესაძლებლობა მოენახულებინათ ლატვიის სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებათა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სასწავლო და კვლევით ფერმა “Vecauce”, რომელიც არის ერთადერთი სახელმწიფო მეურნეობა-მესაქონლეობისა და ვეტერინარული მედიცინის კვლევისა და პრაქტიკის ცენტრი.