2024 წლის 9-11 აპრილს, ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის – ETHICS- Erasmus + ( „კვლევის პასუხისმგებლიანად წარმართვა – კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა ქართულ უნივერსიტეტებში) ფარგლებში კონსორციუმის შეხვედრა და სასწავლო ტური გაიმართა ქალაქ ამსტერდამში, (ნიდერლანდების სამეფო), რომელსაც უმასპინძლა ამსტერდამის, ვრიჯის უნივერსიტეტმა (პარტნიორი).
შეხვედრას ესწრებოდნენ პროექტის კოორდინატორი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, პროექტის კონსორციუმის 9 ქართული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების, 3 ევროპული უნივერსიტეტის, ასევე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, შოთა რუსთაველის ფონდისა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები.
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან მეორე საერთაშორისო კონსორციუმში მონაწილეობა მიიღეს პროექტის მენეჯერმა ქალბატონმა თინა გელაშვილმა და პროექტის წევრება: პროფესორმა გულნარა ჯანოვამ და ასოცირებულმა პროფესორმა მაკა მურვანიძემ.
სასწავლო ტურის მიზანი იყო კვლევის ეთიკისა და კეთილსინდისიერების მიმართულების მექანიზმების, პროცედურებისა და სერვისების გაუმჯობესება ინსტიტუციურ დონეზე, სასწავლო პროგრამებსა და სადოქტორო პროგრამების აკრედიტაციის სტანდარტებში.
კონსორციუმის წევრებმა შეხვედრაზე შეაჯამეს პროქეტის ფარგლებში არესბული 6 სამუშაო ჯგუფის მიღწევები, გამოწვევები და განიხილეს სამომავლო გეგმები. აგრეთვე თვითოეულმა უნივერსიტეტმა წარმოადგინა საკუთარი ხედვა და მიღწეული შედეგები. პროექტის მენეჯერმა პროფესორმა თინა გელაშვილმა ისაუბრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში უკვე გატარებული ღონისძიებების, ჩატარებული ტრენინგების, საინფორმაციო შეხვედრების, არსებული გამოწვევების და სამომავლო გეგმების შესახებ.
გარდა ამისა, სასწავლო ვიზიტის ფარგლებში ევროპელმა პარტნიორებმა თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს ქართველ კოლეგებს კვლევის ეთიკის შესახებ. ჩატარდა დისკუსია ‘’World Café”-ის პრინციპით და გაიმართა ,,პოსტერების პრეზენტაცია’’ არსებულ საკითხებთან დაკავშირებით.