2024 წლის 30 მაისს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ერაზმუს + VETPRO -ს პროექტის ფარგლებში, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტთათვის დასაქმების ფორუმი გაიმართა.
ამ დღეს, უნივერსიტეტს, ვეტერინარიის მიმართულებით პარტნიორი ორგანიზაციები _ საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები, სხვადასხვა კომპანიების, ასევე სავეტერინარო კლინიკების ხელმძღვანელი პირები ეწვივნენ.
ფორუმზე დამსაქმებლებმა და სტუდენტებმა ერთმანეთის შესახებ ინფორმაცია გაცვალეს, ასევე, სტუდენტები გაეცვნენ კომპანიების საინფორმაციო ბუკლეტებს. შემდეგ, სტუდენტებმა მათთვის საინტერესო კომპანიის წარმომადგენლებს საკუთარი cv-ები გადასცეს. დამსაქმებლებთან გასაუბრების შემდეგ, სტუმრებმა უნივერსიტეტში არსებული ვეტერინარული ლაბორატორიები დაათვალიერეს.
დასაქმების ფორუმის მიზანი გახლდათ ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები გაცნობოდნენ სავეტერინარო მიმართულებით დასაქმების პერსპექტივებს.