მობილობის მსურველ პირთა საყურადღებოდ!!!
მობილობის ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა განისაზღვრა – 2024 წლის 21 აგვისტოდან – 2024 წლის 09 სექტემბრის 18:00 საათამდე.
ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციისთვის გადადით შემდეგ ბმულზე https://students.emis.ge/
მობილობის მსურველი პირი (მობილობაზე თანხმობის მიღების შემდეგ) რეგისტრაციას სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაივლის როგორც ელექტრონული სახით ასევე ადგილზე რეგისტრაციით
რეგისტრაციის დაწყებამდე აუცილებლად მზად უნდა გქონდეთ ყველა წარმოსადგენი (ასატვირთი) დოკუმენტი.
- განცხადება რექტორის სახელზე (ივსება როგორც ელექტრონულად, ასევე ადგილზეც)
- ატესტატის ასლი
- პირადობის მოწმობის (პასპორტის) ასლი;
- უსდ-ში ჩარიცხვის ბრძანების ასლი;
- ცნობა სტატუსის შესახებ;
- სტუდენტის ბარათის ასლი (ჩაბარებული სასწავლო კურსების (გავლილი კრედიტების) მითითებით)
- ფოტოსურათის (3X4) ელექტრონული ვერსია jpg;
- მიწერის მოწმობის, ან სამხედრო ბილეთის ასლი (სამხედრო ვალდებულთათვის)(ვაჟებისათვის);
შენიშვნა: სჯსუ-ში რეგისტრაციის დაწყების დრო (სარეგისტრაციო ბმულით), გეცნობებათ დამატებით
სტუდენტის სარეგისტრაციო ანკეტა არის საფუძველი რეესტრში მონაცემების შესატანად. არასწორად შევსებულ ინფორმაციაზე პასუხისმგებელია პირადად სტუდენტი
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ: 577 98 77 84