სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების სახელით ვულოცავთ აფხაზური ცენტრის – „მესხი ახალგაზრდები ერთობისთვის“, თითოეულ წევრს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ გამოცხადებული კონკურსის ნომინაციაში: „საუკეთესო სამშვიდობო იდეა“, გამარჯვებას და „მშვიდობის ჯილდოს“ მოაპოვებას, რომელსაც მოჰყვება ვიზიტი სტრანსბურგში და ბევრი საინტერესო იდეის რეალობად ქცევა.
ვამაყობთ ახალგაზრდების წარმატებით, გვჯერა, რომ საქართველოს მომავალი საიმედო ხელშია!
მადლობა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს, შესარჩევი საკონკურსო კომისიის თითოეულ წევრს.