გიწვევთ სამეცნიერო რეგიონალურ ფესტივალზე

🔷1 ოქტომბერს 14:00 საათზე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ მეცნიერების ფესტივალის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი გიწვევთ სამეცნიერო რეგიონალურ ფესტივალზე, რომელიც გაიმართება ახალციხის ციხეზე.ღონისძიება მოიცავს საკონცერტო და საგამოფენო ნაწილს:

➡️14:00 საათი საკონცერტო ნაწილის გახსნა,

➡️15:00 საათზი გაიხსნება საგამოფენო და სამეცნიერო შემდეგი სივრცეები:

☑️ჰუმანიტართა სივრცე;

☑️ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სივრცე;

☑️ვეტერინარიის სივრცე;

☑️ასტრონომიის სივრცე (უნივერსიტეტთან ერთად წარმოდგენილი იქნება საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორია);

☑️აგრონომიის სივრცე;

☑️კრიმინალისტიკური სივრცე;

☑️აფხაზური ცენტრის სივრცე;

☑️შეხვედრა ახალგაზრდა მეცნიერებთან;

☑️ჰორიზონტი ევროპა;

☑️საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა;

☑️არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი;

🔵დასწრება თავისუფალია!