დეკანის არჩევნების გამოცხადების შესახებ

სსიპ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის

განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე

დეკანის თანამდებობის  დასაკავებლად არჩევნების  გამოცხადების
 შესახებ

                                            ფაკულტეტის საბჭომ გადაწყვიტა:

  1. დეკანის  თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადდეს  არჩევნები სსიპ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე;
  2. არჩევნებში  მონაწილე  კანდიდატთა რეგისტრაცია  დაიწყოს 2024 წლის 11 ნოემბერს და დასრულდეს 2024 წლის 25 ნოემბერს, 18 საათზე;
  3. არჩევნებში მონაწილე  კანდიდატებმა  უნივერსიტეტის კანცელარიაში  უნდა წარმოადგინონ  შემდეგი  სახის  დოკუმენტაცია;

ა. განცხადება უნივერსიტეტის საარჩევნო  კომისიის  სახელზე;

ბ. პირადობის მოწმობის /პასპორტის ასლი;

გ. ავტობიოგრაფია (cv);

დ.  სამოქმედო გეგმა.

4. არჩევნებში მონაწილე  კანდიდატთა  სამოქმედო  გეგმის განხილვა ფაკულტეტის საბჭოზე განხორციელდეს 2024 წლის 28 ნოემბერს;

5. არჩევნები  ჩატარდეს 2024 წლის 12 დეკემბერს;

6. არჩევნების  ორგანიზებას და ჩატარებას  უზრუნველყოფს უნივერსიტეტის საარჩევნო  კომისია,  რომელიც  არჩევნების  შედეგებს საჯაროდ  აცხადებს  არჩევნების ჩატარების  დღეს.