ბუთქემფი – შესავალი ლინ სტარტაპ მეთოდოლოგიაში

  • კავკასიის უნივერსიტეტში 18-22 ნოემბერს  დასრულდა ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ოფისთან თანამშრომლობით დაგეგმილი ბუთქემფი – შესავალი ლინ სტარტაპ მეთოდოლოგიაში, რომელსაც უძღვებოდა ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის კვლევის, ინოვაციების და მეწარმეობის მიმართულების ვიცე პრეზიდენტი, ბობ სმიტი
  • სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტისა და კავკასიის უნივერსიტეტის 50-ზე მეტი სტუდენტი მონაწილეობდა ხუთ დღიან ბუთქემფში , რომელიც განხორციელდა სამეწარმეო კვირეულისა და კონკურენტული ინოვაციის ფონდის, CIF-ის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამეწარმეო განათლება, გზა ინოვაციის, თანასწორობისა და ხარისხისკენ“ (EEPIIQ) ფარგლებში. პროექტი ხორციელდება სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და  კავკასიის უნივერსიტეტის პარტნიორობით.
  • სტუდენტები გაეცნენ სტარტაპის შექმნის ყველა ძირითად ეტაპს. ბუთქემფი დასრულდა დემო დღით, სადაც 10-მა მონაწილე გუნდმა წარადგინა სტარტაპ იდეები, მათ შორის: AIdring, AI IA, EduMatch, FutureU, GREENHUNT, Grab’n Go, LUG-IT, UNITY Education, PetVision, Zenova