გაცნობებთ რომ პოლონეთის, ლოძის უნივერსიტეტმა გამოაცხადა, სტუდენტთა მობილობა, (Erasmus+ ICM – University of Lodz- Poland) სამცხე-ჯავახეთის სტუდენტებისთვის გამოყოფილია ერთი ადგილი. ფაკულტეტის შეზღუდვა არ არის, მთავარია, სტუდენტმა შეარჩიოს სასწავლო ხელშეკრულებაში საგნები, რომელიც უნდა მოიცავდეს მინიმუმ 30 კრედიტს. აპლიკაციის მიღების ბოლო ვადა განსაზღვრულია მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე (სურვილის შემთხვევაში, დროულად დაიწყეთ საბუთების მოგროვება). სტუდენტი ისარგებლებს ერასმუს+ მიერ დაფინანსებული გრანტით თვეში 800 ევრო.
მგზავრობის თანხა დაუფინანსდება შემდეგი გამოთვლით https://erasmus-plus.ec.europa.eu/resources-and-tools/distance-calculator
საგანთა ჩამონათვალი უნდა შეარჩიოთ აქ – https://www.uni.lodz.pl/en/mobility-study-programmes-and-courses
სარზვარგარეთთან ურთიერთობის განყოფილებაში უნდა წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია:
- Application form (in both .doc and .pdf format)
- Erasmus+ Learning Agreement Student Mobility for Studies
- Transcript of Records (grades)
- Motivation Letter
- Certificate of student status from your university
- English language certificate
- Scanned copy of the last school/educational certificate or degree obtained – e.g. high school certificate, BA diploma
- Documents confirming the disadvantaged student status (only for students with fewer opportunities)
- Other documents confirming the student’s qualifications and achievements.
მონაწილეობის მიღება შეგეძლებათ მეორე კურსიდან, სწავლების ბოლო სემესტრში მობილობა ვერ განხორციელდება.
ინფორმაციას თან ახლავს თქვენთვის საჭირო დოკუმენტაცია