2024 წლის 16-17 დეკემბერს გაიმართა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული Erasmus+ CBHE- ის ახალი საგრანტო პროექტის – „PRODIGE (PROmoting high-quality DIGital Education in Georgia) მაღალი ხარისხის ციფრული განათლების ხელშეწყობა საქართველოში,“ საწყისი შეხვედრა (Kick-off meeting) ჰიბრიდულ რეჟიმში.
პროექტის ხანგრძლივობა: 36 თვე (დაწყების თარიღი: 01/12/2024)
PRODIGE მიზნად ისახავს საქართველოში უმაღლესი განათლების სექტორის ციფრული ტრანსფორმაციის ხელშეწყობას – მაღალი ხარისხის ციფრული განათლების (DE)
დანერგვას, საქართველოს უსდ-ების შესაძლებლობების გაძლიერებას დისტანციური განათლების მიწოდების მიზნით, ახალი მიდგომების სწრაფ დანერგვას და სწავლა-სწავლების ხარისხის, კვლევისა და ინოვაციების გაუმჯობესებას.
ეროვნულ დონეზე პროექტს მხარს უჭერს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი მარეგულირებელი გარემოს განვითარების უზრუნველსაყოფად. საკანონმდებლო პაკეტი ორგანიზებას გაუწევს ციფრული განათლების, როგორც უმაღლესი განათლების პორტფოლიოს განუყოფელ ნაწილს და ასახული იქნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების 2022-2030 წლების ერთიან ეროვნულ სტრატეგიაში.
პროექტი ხორციელდება ქართველი და ევროპელი პარტნიორების მიერ.
ევროკავშირის 6 პარტნიორი
- EFMD – BE
- HENALLUX – BE
- განათლებისა და ახალგაზრდობის საბჭო (HAKA) – EE
- ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი – EE
- დისტანციური განათლების ეროვნული უნივერსიტეტი – ES
- ალგებრის უნივერსიტეტი – HR
12 ქართველი პარტნიორი
- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
- კავკასიის უნივერსიტეტი
- თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
- განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
- აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ქუთაისი)
- ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
- თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- ზუგდიდის სასწავლო უნივერსიტეტი
- სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ახალციხე)
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აღნიშნულ პროექტში მონაწილეობენ: პროექტის კოორდინატორი – თეა თათნაშვილი, მკვლევარები: თამარ კაპანაძე, ჯულიეტა ტაბეშაძე, ირაკლი ხაჩიძე.
სჯსუ-ს წარმომადგენლის მიერ საწყის შეხვედრაზე წარდგენილ იქნა პრეზენტაცია, რომელიც ფოკუსირებული იყო უნივერსიტეტის სტრუქტურაზე და მის დღევანდელ მდგომარეობაზე ციფრული განათლების მიმართულებით.