პროგრამირების ოლიმპიადა 2024

26.12.2024 წ. გაიმართა  სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ინჟინერიის, აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე   პროგრამირების ოლიმპიადა, სადაც მონაწილეობა მიიღეს: ინფორმაციული ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამის, ბიზნეს-ინფორმატიკის სამაგისტრო პროგრამის და  ინფორმაციული ტექნოლოგიების დამატებითი პროგრამის სტუდენტებმა.

პირველ ადგილი დაიკავა ინფორმაციული ტექნოლოგიების მესამე კურსის სტუდენტმა  – მარიამ აღდგომელაძემ;

მეორე ადგილი დაიკავა ინფორმაციული ტექნოლოგიების მეორე კურსის სტუდენტმა – სუსანა მათევოსიანმა;

მესამე ადგილი დაიკავა  ინფორმაციული ტექნოლოგიების მეოთხე კურსის

სტუდენტმა – ნიკა ქარჩაიძემ.

პრიზიორი სტუდენტები დაჯილდოვდნენ საჩუქრებით და სერტიფიკატებით.

პროგრამირების ოლიმპიადის ყველა მონაწილეს გადაეცა ოლიმპიადაში მონაწილეობის სერტიფიკატი.