გაზაფხულის სემესტრის მობილობა 2024-2025

მობილობის ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა განისაზღვრა – 2025 წლის 29 იანვრის 12 საათიდან – 2025 წლის 7 თებერვლის 18:00 საათამდე.

ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციისთვის გადადით შემდეგ ბმულზე https://students.emis.ge/

მობილობის მსურველი პირი (მობილობაზე თანხმობის მიღების შემდეგ) რეგისტრაციას სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაივლის როგორც ელექტრონული სახით ასევე ადგილზე რეგისტრაციით

რეგისტრაციის დაწყებამდე აუცილებლად მზად უნდა გქონდეთ ყველა წარმოსადგენი (ასატვირთი) დოკუმენტი:

  • განცხადება რექტორის სახელზე (ივსება როგორც ელექტრონულად, ასევე ადგილზეც)
  • ატესტატის ასლი
  • პირადობის მოწმობის (პასპორტის) ასლი;
  • უსდ-ში ჩარიცხვის ბრძანების ასლი;
  • ცნობა სტატუსის შესახებ;
  • სტუდენტის ბარათის ასლი (ჩაბარებული სასწავლო კურსების (გავლილი კრედიტების) მითითებით)
  • ფოტოსურათის (3X4) ელექტრონული ვერსია jpg; 
  • მიწერის მოწმობის, ან სამხედრო ბილეთის ასლი (სამხედრო ვალდებულთათვის)(ვაჟებისათვის);

შენიშვნა: სჯსუ-ში რეგისტრაციის დაწყების დრო (სარეგისტრაციო ბმულით), გეცნობებათ დამატებით

სტუდენტის სარეგისტრაციო ანკეტა არის საფუძველი  რეესტრში მონაცემების შესატანად. არასწორად შევსებულ ინფორმაციაზე პასუხისმგებელია პირადად სტუდენტი

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ: 577 98 77 84