სლოვაკეთის უნივერსიტეტის წარმომადგენლის ვიზიტი

🔷2-8 ივნისს, (Erasmus+ ICM )- ის მობილობის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს საქმიანი ვიზიტით სლოვაკეთის რესპუბლიკის რუჟომბეროკის კათოლიკურ უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარტინ პინკოჟი ეწვია. საერთაშორისო მობილობის ფარგლებში იგი შეხვდა უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ მაკა ბერიძეს, ადმინისტრაციას, განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი აკადემიურ პერსონალსა და სტუდენტებს.

🔷სტუმარმა დამსწრე საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა არსებული მობილობების შესაძლებლობებზე ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში.

🔷სჯსუს ადმინისტრაციის მხარდაჭერით სტუმარმა გარდა უნივერსიტეტისა მოინახულა მხარეში მდებარე ისტორიული ძეგლები და კულტურული ღირშესანიშნაობები.

🔷რუჟომბეროკის კათოლიკური უნივერსიტეტი სჯსუსთან 2019 წლიდან თანამშრომლობს და ამ წლების განმავლობაში საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ჩართულობით, სტუდენტთა ოთხი და პროფესორ-მასწავლებელთა სამი მობილობა განხორციელდა.