ReGrow პროექტის ოფიციალური გახსნა

ReGrow პროექტი ოფიციალურად დაიწყო ორდღიანი შეხვედრით, რომელიც გაიმართა 2024 წლის 22-23 იანვარს ქალაქ თესალონიკში, საბერძნეთში, არისტოტელეს უნივერსიტეტის (AUTH) მასპინძლობით.

აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობდნენ  პროფესორები:  მედეა ბურჯანაძე და ნონა მიქაია.

ReGrow-ის არსი

ReGrow-ის მიზანია აგრარული უმაღლესი განათლების ტრანსფორმაცია მოწინავე სამაგისტრო (MSc) პროგრამის შექმნით,  მდგრადი განვითარების პრაქტიკით, მოწინავე ტექნოლოგიებითა და ციფრული ტრანსფორმაციის მექანიზმებით. აღნიშნული ინიციატივა პოსტკონფლიქტური უკრაინისა და გარდამავალი ეკონომიკის მქონე საქართველოს სოციალურეკონომიკურ განვითარებას უწყობს ხელს, თანხვედრაშია ევროკავშირის პრიორიტეტებთან და ემსახურება რეგიონული მდგრადობის გაძლიერებას.

პროექტი აერთიანებს 15 პარტნიორ ორგანიზაციას საქართველოდან , უკრაინიდან, გერმანიიდან და საბერძნეთიდან, რომელთა ერთობლივი ძალისხმევით ხორციელდება სასწავლო პროცესის მოდერნიზაცია, ინოვაციური მიდგომებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის საფუძველზე.

შეხვედრის ძირითადი ასპექტები

პირველი დღე: განხილული იქნა პროექტის მიზნები, მენეჯმენტის სტრატეგიები და ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სასწავლო პროგრამების შედარებით ანალიზს (curriculum benchmarking), რაც საფუძვლად დაედო ზუსტი სოფლის მეურნეობის (Precision Agriculture) სამაგისტრო პროგრამის განვითარებას.

მეორე დღე: შეხვედრის ყურადღების ცენტრში იყო სასწავლო მასალების შემუშავება, ლაბორატორიული ინფრასტრუქტურის განვითარება, აკრედიტაციის პროცესები და პროექტის კომუნიკაციის სტრატეგიები, რათა უზრუნველყოფილ იქნას პროექტის შედეგების ფართო მასშტაბით გავრცელება და მისი მდგრადი გავლენა.

🔗 შემოგვიერთდით ამ ტრანსფორმაციულ პროცესში და გაეცანით უახლეს ინფორმაციას პროექტის შესახებ!

#ErasmusPlus #ReGrow #GreenDeal #DigitalTransformation #Innovation #PrecisionAgriculture #HigherEducation #KickoffMeeting