გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიერ ვეტერინარი სტუდენტებისათვის ჩატარდა თეორიული და პრაქტიკული ტრენინგი ამა წლის 2 აპრილს.
თეორიული მიმართლებით ტრენინგი ითვალისწინებდა ინფორმაციას საქართველოში რძის სექტორის მდგომარეობის შესახებ , სურსათის უვნებლობის და არსებულ ნორმატიულ აქტებზე. ასევე სტუდენტებმა მიიღეს ინფორმაცია კლინიკურ და ფარულ მასტიტებზე, პრევენციასა და დიაგნოსტირებაზე, ანტიბიოტიკების სწორი გამოყენების საჭიროებაზე, ცხოველთა კეთილდღეობასა და ჯანმრთელობაზე, სხვადასხვა ინფექციურ დაავადებებზე. ტრენინგის დასასრულს გაიმართა დისკუსია, სადაც სტუდენტებმა მოახდინეს საკითხების შეჯამება და მიეცათ საშუალება განეხილათ კლინიკური შემთხვევაზე დაფუძნებული ქეისები.
ტრენინგის პრაქტიკულ ნაწილში სტუდენტებმა მოინახულეს ასპინძის მუნიციპალიტეტშიგანთავსებული ჰოლშტეინური ჯიშის პირუტყვის ფერმა, ხელოვნური განაყოფიერების ბაზა და რძის გადამამუშავებელ საწარმო. სტუდენტებს მიეცათ საშუალება დაესვათ შეკითხვები ფერმერებისათვის და გაცნობოდნენ მთავარ პრობლემებსა და გამოწვევებს რძის სექტორში. საინტერესო აღმოჩნდა პრაქტიკული ტრენინგის ის ნაწილი სადაც სტუდენტების აქტიური მონაწილეობით განხორციელდა ნედლი რძის პარამეტრების განსაზღვრა და ფარული მასტიტების დიაგნოსტირება.
ტრენინგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო იმით, რომ მიღებული თოერიული ცოდნა გამყარდა შესაბამისი პრქტიკული უნარ-ჩვევებით.

