2025 წლის 6 მაისს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე 3 კორპუსში, ახალქალაქში, პროფესიული და ბაკალავრის სტუდენტებისთვის, ასევე პედაგოგებისათვის, ჩატარდა ტრენინგი თემაზე: „სამეცნიერო ნაშრომის მომზადებისა და ნაშრომში სამეცნიერო ელექტრონული ბაზების პრაქტიკული გამოყენების შესახებ“,
ტრენინგის ორგანიზატორები იყვნენ: სამეცნიერო ბიბლიოთეკის ტექ. ხელმძღვანელი ხათუნა კვინცხაძე და განათლების, სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის სამსახურის უფროსი მაია ქუქჩიშვილი.
შეხვედრის მსვლელობისას მონაწილები გაეცვნენ სამეცნიერო ნაშრომის მომზადების პროცესში საჭირო ტექნიკურ რეკომენდაციებს, საერთაშორისო ელექტრონულ ბაზებზე საჭირო რესურსის მოძიების პროცესს, განხილული იქნა პრაქტიკული მაგალითები და პლაგიატისაგან „დაცვის მექანიზმები“. ტრენინგის მონაწილეები აქტიურად ჩაერთვენ სწავლების პროცესში. განხორციელდება მონაწილეთა – RemoteXs –ზე (დისტანციური წვდომის პორტალი) რეგისტრაცია, ასევე დაიგეგმა ტრენინგი თემაზე: „საჭირო ბიბლიომეტრიული ბაზების რესურსებზე დისტანციურად წვდომის შესაძლებლობები და მათი გამოყენება“.
სულ ესწრებოდა 28 მონაწილე.