მოლაშქრეთა კლუბი „ბილიკის მეგობრები“ წარმოადგენს სსიპ – სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ნებაყოფლობით გაერთიანებას, რომელიც მიზნად ისახავს ლაშქრობის, ბუნების შემეცნებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობას.
კლუბის მიზანია:
ლაშქრობის პოპულარიზაცია;
ბუნების სიყვარულის და დაცვის კულტურის გაღრმავება;
წევრების ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის გაუმჯობესება;
კოლექტიური აქტივობების ხელშეწყობა.
კლუბის ამოცანებია:
რეგულარული ლაშქრობების ორგანიზება;
ლაშქრობისას უსაფრთხოების წესების დაცვა;
თემატური ტრენინგების, შეხვედრების, ფოტო/ვიდეო პრეზენტაციების ჩატარება.