8 ივლისს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის, ადგილობრივი თვითმმართველობის, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, აკადემიური პერსონალის და სტუდენტები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ:
▪️ ნინო წილოსანი – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე
▪️ მარიამ ლაშხი – განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტისა და ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის თავმჯდომარე
▪️ ეკა სეფაშვილი – დროებითი კომისიის თავმჯდომარის მოადგილე
▪️ ვლადიმერ ბოჟაძე – პარლამენტის წევრი
▪️ მაია ბითაძე – საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე
▪️ გარემოს დაცვის კომიტეტის აპარატის წევრები
▪️ სამცხე-ჯავახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლები
▪️ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები
▪️ გუბერნატორის მოადგილე
▪️ საკრებულოს წევრები
▪️ სჯსუ-ს რექტორი, რექტორის მოადგილეები
▪️ ფაკულტეტების დეკანები და დეპარტამენტების ხელმძღვანელები
🔍 შეხვედრაზე განხილულ მრავალ მნიშვნელოვან თემასთან ერთად, სჯსუ-ს რექტორის მიერ გაკეთდა განსაკუთრებული აქცენტები ELI-TE პროექტის მნიშვნელობაზე. მან ხაზი გაუსვა ახალგაზრდებში სოციალურ და ინტერკულტურულ კომპეტენციათა განვითარების აუცილებლობას და აღნიშნა, რომ უნივერსიტეტი სრულად იზიარებს პროექტის ღირებულებებს.
🔗 პოლიტიკის შემქმნელებისა და ადგილობრივი ლიდერების ჩართულობა კიდევ უფრო აძლიერებს პროექტის მნიშვნელობას როგორც რეგიონში, ასევე ეროვნულ დონეზე.
#eliteproject #erasmusplus #სჯსუ #ახალგაზრდებისჩართულობა #ინტერკულტურულიგანათლება #დისემინაცია