მობილობა სჯსუში 25 აგვისტო – 12 სექტემბერი

2025-2026 ს/წლის შემოდგომის სემესტრის მობილობა

მობილობის ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა განისაზღვრა – 2025 წლის 25 აგვისტოს 12 საათიდან – 2025 წლის 9 სექტემბრის 18:00 საათამდე;

მობილობის შედეგების ნახვა შესაძლებელი იქნება 12 სექტემბერს;

ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციისთვის გადადით შემდეგ ბმულზე https://students.emis.ge/

მობილობის მსურველი პირი (მობილობაზე თანხმობის მიღების შემდეგ) რეგისტრაციას სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაივლის ადგილზე რეგისტრაციით.

რეგისტრაციის დაწყებამდე აუცილებლად მზად უნდა გქონდეთ ყველა წარმოსადგენი დოკუმენტი.

  • განცხადება რექტორის სახელზე (ივსება ადგილზე)
  • ატესტატის ასლი
  • პირადობის მოწმობის (პასპორტის) ასლი;
  • უსდ-ში ჩარიცხვის ბრძანების ასლი;
  • ცნობა სტატუსის შესახებ;
  • სტუდენტის ბარათის ასლი (ჩაბარებული სასწავლო კურსების (გავლილი კრედიტების) მითითებით)
  • მიწერის მოწმობის, ან სამხედრო ბილეთის ასლი (სამხედრო ვალდებულთათვის)(ვაჟებისათვის);

შენიშვნა: სჯსუ-ში რეგისტრაციის დაწყების დრო, გეცნობებათ დამატებით

სტუდენტის სარეგისტრაციო ანკეტა არის საფუძველი  რეესტრში მონაცემების შესატანად. არასწორად შევსებულ ინფორმაციაზე პასუხისმგებელია პირადად სტუდენტი

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ: 577 98 77 84