2025 წლის 1-2 ოქტომბერს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე 2 კორპუსში, ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრვედრები თემაზე: „საბიბლიოთეკო რესურსებსა და სერვისების გაცნობისა და გამოყენების შესახებ“. 1 ოქტორმბერს, 208 აუდიტორიაში შეხვედრას ესწრებოდნენ იურიდიული და ბიზნესის ადმინისტრირების სტუდენტები, ხოლო 2 ოქტომბერს, პავლე ზაზაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზში შეხვედრას დაესწრო განათლების სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ინჟინერიის, აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები, ასევე მოსამზადებელი საფეხურის სტუდენტები.
შეხვედრებზე სამეცნიერო ბიბლიოთეკის ტექნიკურმა ხელმძღვანელმა ხათუნა კვინცხაძემ, სტუდენტებს გააცნო სამეცნიერო ბიბლიოთეკის სარგებლობის წესი, სტუდენტთა მომსახურების სერვისები, საერთაშორისო ელექტრონული ბაზების მოხმარებისა და ონლაინ დისტანციური წვდომის RemoteXs- ის პორტალის შესაძლებლობები , საბიბლიოთეკო ელექტრონული რესურსების მოხმარებისა და გამოყენების წესები.
ასევე სტუდენტებს მიეწოდათ: საჭირო, სანდო წყაროების სწორად გამოყენების, პლაგიატის და პლაგიატისაგან დაცვის სხვადასხვა მექანიზმების შესახებ ინფორმაცია,
სტუდენტებს გაეცვნენ ინფორმაციას ETHICS-პროექტის ფარგლებში, (კვლევის პასუხისმგებლიანად წარმართვა,კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა ქართულ უნივერსიტეტებში (ETHICS), დაგეგმილ ღონისძიებებზე, პროექტის მიზნებზე და შესაძლებლობებზე.
სამომავლოდ დაიგეგმა სამუშაო შეხვედრები და ტრენინგები ყველა საბიბილიოთეკო რესურსებთან მუშაობის და გამოყენების უკეთ შესასწავლად.













