ფინანსური და ეკონომიკური წიგნიერება
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ბანკის მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში, ფინანსური და ეკონომიკური განათლების მიმართულებით დაინერგა სასწავლო კურსი, რათა საბაზისო ცოდნა ჰქონდეს ყველა ფაკულტეტის სტუდენტს.
კურსის აღწერა:
კურსი შექმნილია სტუდენტებისათვის, რომლებსაც სურთ საშუალო ინტენსივობით შეიძინონ ფინანსური და ეკონომიკური წიგნიერების საფუძვლები. კურსი დაბალანსებულად მოიცავს როგორც პირადი ფინანსების მართვის, ასევე ეკონომიკის ძირითად კონცეფციებს, რაც სტუდენტებს საშუალებას აძლევს უკეთ გაიგონ მათი ურთიერთკავშირი და თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების გავლენა. კურსის მეთოდოლოგია ეფუძნება ინტერაქტიულ სწავლებას ეკონომიკური და ფინანსური სიმულაციების, როლური თამაშების და ხელოვნური ინტელექტის თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით, რაც აძლიერებს თეორიული ცოდნის პრაქტიკულ ათვისებას.
მსურველებმა გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე https://forms.gle/3wtJrAK1vuCyLxs26
გისურვებთ წარმატებებს.
საკონტაქტო პირი: პროფესორი როინ თათეშვილი 577987722

