სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინჟინერიის, აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ინფორმატიკის სადისერტაციო საბჭოს დარგობრივი კოლეგიის სხდომაზე გაიმართება ორი სადოქტორო ნაშრომის დაცვა ინფორმატიკის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.
დაცვის თარიღი და ადგილი:
- თარიღი: 2025 წლის 12 დეკემბერი
- დაწყების დრო: 12:00 საათი
- ადგილი: ახალციხე, რუსთაველის ქ. N122ა, მეორე კორპუსი, პავლე ზაზაძის საკონფერენციო დარბაზი.
პროგრამა:
1. ჯულიეტა ტაბეშაძე
- თემა: „ელექტრონულ წრედებში გამავალი სიგნალის აღდგენის ალგორითმები“
- სამეცნიერო ხელმძღვანელი: ვასილ ტაბატაძე, ფიზიკის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი.
- რეცენზენტები:
- რევაზ ჭიღლაძე, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
- ივანე დარსაველიძე, ფიზიკის დოქტორი.
2. ირაკლი ხაჩიძე
- თემა: „ცოდნის მოდელირება გრაფული მანქანური სწავლების გამოყენებით“
- სამეცნიერო ხელმძღვანელი: გულნარა ჯანელიძე, საინჟინრო მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
- რეცენზენტები:
- ლერი ნოზაძე, ეკონომიკის აკადემიური დოქტორი, პროფესორი.
- ხათუნა ელბაქიძე, ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებათა კანდიდატი, პროფესორი, ალტე უნივერსიტეტი.
დასწრება შესაძლებელია ონლაინ, მისამართზე: https://us06web.zoom.us/j/89457098227?pwd=3hiZ2Un0RpRBMmSe1wLqfC052Ha1JP.1

