სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორატი, ულოცავს გამარჯვებულებს დიდ წარმატებას.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ, გამოჩენილ მეცნიერთა სახელობითი პრემიის მოსაპოვებლად გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებასთან დაკავშირებით, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანი, ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ლევან მაკარაძე და ვეტერინარიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი ზურაბ მაკარაძე სახელმძღვანელოსთვის „ცხოველისა და ფრინველის დაავადებების პათოლოგიური ანატომია“ დაჯილდოვდნენ, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის, ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ვარლამ შამათავას სახელობის პრემიით და გადაეცათ გამარჯვებული ლაურეატის დიპლომები.

