2025 წლის 19 დეკემბერს სსიპ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პავლე ზაზაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა ინჟინერიის, აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ინფორმატიკის სადისერტაციო საბჭოს დარგობრივი კოლეგიის სხდომა.
სხდომის ფარგლებში შედგა ორი სადოქტორო ნაშრომის დაცვა ინფორმატიკის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.
კერძოდ, დოქტორანტმა დარეჯან ვდიაკოვმა წარმოადგინა სადისერტაციო ნაშრომი თემაზე: „ელექტრონული წრედების პარამეტრების კორექტულობის შემოწმების ალგორითმები“. ნაშრომის სამეცნიერო ხელმძღვანელი იყო ვასილ ტაბატაძე – ფიზიკის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი. ოფიციალური რეცენზენტები გახლდნენ: ჯემალ მამაიაშვილი – ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი და თამარ ნოზაძე – ფიზიკის დოქტორი, თსუ-ს ასისტენტ-პროფესორი.
მეორე სადისერტაციო ნაშრომი თემაზე: „კომპიუტერულ ქსელებში სისტემის რხევების შემცირების ალგორითმების შემუშავება“ წარმოადგინა დოქტორანტმა სერგო მიქელაძემ. ნაშრომის სამეცნიერო ხელმძღვანელი იყო ჯემალ მამაიაშილი და რომან სამხარაძე. ოფიციალური რეცენზენტები იყვნენ: მზია კიკნაძე და ინფორმატიკის დოქტორი გელა ჭიკაძე.
რეცენზენტებმა ორივე სადისერტაციო ნაშრომს მაღალი შეფასება მისცეს, განსაკუთრებით გაუსვეს ხაზი თემების აქტუალობას, კვლევების სიღრმესა და გამოყენებული სამეცნიერო წყაროების ფართო სპექტრს. მათი შეფასებით, წარმოდგენილი ნაშრომები სრულად აკმაყოფილებს ინფორმატიკის დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭებისთვის დადგენილ ყველა სამეცნიერო და აკადემიურ მოთხოვნას, რის საფუძველზეც დისერტანტებს დადებითი რეკომენდაცია მიეცათ.
დისერტაციების დაცვა წარიმართა აქტიურ და შინაარსიან დისკუსიაში. დოქტორანტებმა დასმულ შეკითხვებს კომპეტენტურად და არგუმენტირებულად უპასუხეს, რაც დადებითად იქნა შეფასებული როგორც დარგობრივი კოლეგიის წევრების, ისე დამსწრე საზოგადოების მიერ.
დარგობრივი კოლეგიის სხდომის შედეგების საფუძველზე, დარეჯან ვდიაკოვის და სერგო მიქელაძეს სადისერტაციო ნაშრომები შეფასდა დადებითად და უნივერსიტეტის სადისერტაციო საბჭოს წარედგინა რეკომენდაციით ინფორმატიკის დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭების შესახებ.
















