2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობა

განცხადება მობილობის შესახებ

მობილობის ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა განისაზღვრა –

2026 წლის 28 იანვრიდან – 2026 წლის 11 თებერვლის 18.00 საათამდე;

Მობილობის შედეგები გამოცხადდება 16 თებერვალს.

ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციისთვის გადადით შემდეგ ბმულზე https://students.emis.ge/

მობილობის მსურველი პირი (მობილობაზე თანხმობის მიღების შემდეგ) რეგისტრაციას სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაივლის ადგილზე რეგისტრაციით

რეგისტრაციის დაწყებამდე აუცილებლად მზად უნდა გქონდეთ ყველა წარმოსადგენი დოკუმენტი.

  • განცხადება რექტორის სახელზე (ივსება ადგილზე);
  • ატესტატის ასლი;
  • პირადობის მოწმობის (პასპორტის) ასლი;
  • უსდ-ში ჩარიცხვის ბრძანების ასლი;
  • ცნობა სტატუსის შესახებ;
  • სტუდენტის ბარათის ასლი — ჩაბარებული სასწავლო კურსების (გავლილი კრედიტების) მითითებით;
  • მიწერის მოწმობის ან სამხედრო ბილეთის ასლი (სამხედრო ვალდებულთათვის / ვაჟებისათვის).

შენიშვნა: სჯსუ-ში რეგისტრაციის დაწყების დრო გეცნობებათ დამატებით. სტუდენტის სარეგისტრაციო ანკეტა არის საფუძველი რეესტრში მონაცემების შესატანად. არასწორად შევსებულ ინფორმაციაზე პასუხისმგებელია პირადად სტუდენტი.

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ: 577 98 77 84