აღნიშნული წარმატება წარმოადგენს უნივერსიტეტის თითოეული თანამშრომლის, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის, ასევე თითოეული სტუდენტის ერთობლივი შრომის, პროფესიონალიზმისა და პასუხისმგებლობის შედეგს.
ექვსწლიანი ავტორიზაციის მოპოვება ნიშნავს, რომ უნივერსიტეტმა სრულად დააკმაყოფილა ხარისხის უზრუნველყოფის უმაღლესი სტანდარტები, დაადასტურა საგანმანათლებლო პროცესის მაღალი დონე და განვითარების მკაფიო სტრატეგია.
ეს მიღწევა კიდევ უფრო ამყარებს უნივერსიტეტის პოზიციას როგორც რეგიონულ, ისე ქვეყნის საგანმანათლებლო სივრცეში. აღნიშნული წარმატება წარმოადგენს საერთო გამარჯვებას, რომელიც აძლიერებს მოტივაციას, მომავალშიც გაგრძელდეს ხარისხზე ორიენტირებული მუშაობა, ინოვაციების დანერგვა და სტუდენტებისთვის თანამედროვე, კონკურენტუნარიანი განათლების შეთავაზება.
ავტორიზაციის მიღებით უნივერსიტეტის ფაკულტეტები და საგანმანათლებლო პროგრამები განვითარებას კიდევ უფრო მეტი ენერგიითა და წარმატებით გააგრძელებენ. გაძლიერდება აკადემიური საქმიანობა, კვლევითი პროექტები და საერთაშორისო თანამშრომლობა, რაც უნივერსიტეტს ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის.
უნივერსიტეტი მადლობას უხდის თითოეულ თანამშრომელსა და სტუდენტს ერთგულებისა და პროფესიონალიზმისთვის. ერთობლივი ძალისხმევით იქმნება წარმატებული მომავალი!

