მიმდინარე წლის 17 თებერვალს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ვახტანგ თაქთაქიძე, ინჟინერიის, აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი პროფესორი ლევან მაკარაძე და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი პროფესორი ნინო მილაშვილი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ ყარსის კავკასიის უნივერსიტეტში (თურქეთი).
ყარსის, კავკასიის უნივერსიტეტის, ვეტერინარიის ფაკულტეტის მიერ დაორგანიზებული იყო საერთაშორისო სიმპოზიუმი „ვეტერინარიასა და რადიოლოგიაში“.
რექტორმა სიმპოზიუმის მსვლელობისას ხაზი გაუსვა ვეტერინარიის განვითარების მნიშვნელობას და გამოხატა მზაობა ყარსის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის გაგრძელების თაობაზე.



