ERIC-GE პირველი გაფართოვებული შეხვედრა

მიმდინარე წლის 18-19 თებერვალს, საქართველოს ტეკნიკურ უნივერსიტეტში ჩატარდა Erasmus+ ინსტიტუციური განვითარების პროექტ  ERIC-GE პირველი გაფართოვებული შეხვედრა, სადაც მონაწილეობა მიიღო სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა – ვახტანგ თაქთაქიძემ, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების უფროსმა სპეციალისტმა და პროექტ ERIC-GE ინსტიტუციურმა მენეჯერმა გურანდა მოდებაძემ და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, პროექტის მკვლევარმა ნინო მილაშვილმა.

კონსორციუმის პირველ  შეხვედრას, როგორც საქართველოს უნივერსიტეტების (ნიუუნი, ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, უნივერსიტეტი ალტერბრიჯი) წარმომადგენლები აგრეთვე საერთაშორისო პარტნიორები ესწრებოდნენ ცენტრალური ლანკაშირის უნივერსიტეტის) და  პალერმოს უნივერსიტეტიდან.

პროექტის მთავარი მიზანი საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში მეცნიერმზომელობის დანერგვაა, რათა გაძლიერდეს მაგისტრანტთა და დოქტორანტთა კვლევითი უნარები და გაღრმავდეს აკადემიური პერსონალის კომპეტენცია. პროექტის საშუალებით მონაწილეები შეიძენენ ცოდნას, რომელიც გამოადგებათ მეცნიერებათმზომელობის სრულფასოვანი ანალიზის ჩასატარებლად და გაეცნობიან მოწინავე კვლევით მეთოდებს და მიდგომებს, რომელთაც შემდეგ სასწავლო-კვლევით საქმიანობაში გამოიყენებენ. გარდა ამისა, პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს უნივერსიტეტების კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებას ინსტიტუციური კვლევითი პოლიტიკის მოდერნიზებით, ევროპული კვლევითი სივრცის (ERA) სტანდარტების შესაბამისად. პროექტის ძირითადი მიზნები და ინიციატივებია: სტუდენტებისა და ახალგაზრდა მკვლევრებისთვის ახალი ონლაინ კურსის – მეცნიერებათმზომელობის – დანერგვა. აღნიშნული კურსი მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა: ციტირების ანალიზი, ბიბლიომეტრული ინდიკატორები, პატენტმზომელობა, გავლენის შეფასება, კვლევის ტენდენციების რუკა, შეფასების მეთოდებში ხელოვნური ინტელექტის გამოყენება და ა.შ.

ორდღიანი სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, კონსორციუმის წევრებმა განიხილეს პროექტის მიზნები, სამომავლო საქმიანობა და წარმოადგინეს მეცნიერებათმზომელობის სასწავლო კურსის სამუშაო ვერსიები.

ქართული უნივერსიტეტები გაიზიარებენ მეცნიერებათმზომელობის ევროპულ გამოცდილებას, შეისწავლიან მეცნიერების თანამედროვე შეფასების ინსტრუმენტებსა და მეთოდებს და დანერგავენ მათ სასწავლო კვლევით საქმიანობაში.