Erasmus+ ETHICS პროექტის ვორკშოპი ,,Café”

მიმდინარე წლის 31 მარტს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტების, მაგისტრანტებისა და ახალგაზრდა მეცნიერთათვის,  Erasmus+ ETHICS(Responsible Conduct of Research esearch Integrity and Ethics in Georgian Universities) პროექტის ფარგლებში ჩატარდა კვლევის ეთიკისა და კეთილსინდისიერების ცნობიერების ამაღლების დღისადმი მიძღვნილი  ღონისძიება, ვორკშოპი– ,,Café”, რომელსაც უძღვებოდნენ პროექტის მენეჯერი, პროფ. თინა გელაშვილი, პროექტის წევრები: პედაგოგი თეონა ჟუჟუნაძე და ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი ხათუნა კვინცხაძე. ღონისძიება საინტერესო დისკუსიით წარიმართა. დასასრულს, მონაწილეებს დაურიგდა  კვლევის ეთიკის შესახებ საფნობარო ფურცლები და ფასიანი  საჩუქრები.