2026 წლის 15 აპრილს, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ფინანსური მხარდაჭერით, ვეტერინარიის მიმართულების მეოთხე კურსის სტუდენტებისთვის მასტიტების დიაგნოსტიკის სწრაფი ტესტების ათვისებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების დემონსტრირების მიზნით ტრენინგი ჩატარდა.
ტრენინგი ორ ეტაპს მოიცავდა:
- თეორიული ნაწილი: ჩატარდა უნივერსიტეტის მეორე კორპუსში FAO-ს ტრენერების მონაწილეობით.
- პრაქტიკული ნაწილი: გაიმართა მეცხოველეობის ფერმაში, სადაც სტუდენტებმა მასტიტების დიაგნოსტიკის სწრაფი ტესტების გამოყენების პროცესი პრაქტიკულად იხილეს.
ასოცირებული პროფესორის, ვეტერინარიის დოქტორ თეიმურაზ არეშიძის ზედამხედველობით, სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ, დამოუკიდებლად განეხორციელებინათ სწრაფი ტესტირება, გამოევლინათ და შეეფასებინათ პათოლოგიის სიმძიმე, ასევე დეტალურად გაცნობოდნენ მკურნალობისა და პროფილაქტიკის თანამედროვე პროტოკოლებს.
ვეტერინარიის მიმართულებით თანამშრომლობა FAO-ს საქართველოს ოფისთან კვლავ წარმატებით გრძელდება.

