5 მაისს გაიმართა აზერბაიჯანის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო ჰიბრიდული კონფერენცია თემაზე: „მეხუთე ინდუსტრიული რევოლუციისკენ – უნივერსიტეტების როლი, გამოწვევები და შესაძლებლობები“.
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან სამეცნიერო მოხსენებით წარსდგნენ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი სპეციალისტი, ისტორიის დოქტორი თეა თათენაშვილი და ინოვაციებისა და მეწარმეობის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, ინფორმაციული ტექნოლოგიების დოქტორი ირაკლი ხაჩიძე.
ავტორთა ერთობლივმა კვლევამ — „მეხუთე ინდუსტრიული რევოლუციის გამოწვევები და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის, მესამე მისია ” ხაზი გაუსვა საკითხის მაღალ აქტუალობას რეგიონული განვითარების თანამედროვე ეტაპზე.კვლევის ფარგლებში ავტორებმა განიხილეს მნიშვნელოვანი საკითხები:
რეგიონული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტრატეგიული როლი თანამედროვე ეპოქაში;
უნივერსიტეტის „მესამე მისიის“ (Third Mission) ტრანსფორმაცია და მისი გავლენა საზოგადოებრივ განვითარებაზე;
ტექნოლოგიური პროგრესისა და სოციალური პასუხისმგებლობის ჰარმონიზაციის მოდელები.
მე-5 ინდუსტრიული რევოლუციის პირობებში, უმაღლესი სასწავლებელი აღარ შემოიფარგლება მხოლოდ ცოდნის გადაცემით; იგი ყალიბდება რეგიონული განვითარების სტრატეგიულ ჰაბად, რომელიც აქტიურად მონაწილეობს სოციალურ-ეკონომიკური პროცესების მართვაში.
მსგავს საერთაშორისო პლატფორმებზე მონაწილეობა მნიშვნელოვანია სამეცნიერო გამოცდილების გაზიარებისა და უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის პროცესისთვის.








