Erasmus+ CBHE პროექტის — „საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში კვლევისა და ინოვაციების შესაძლებლობების გაძლიერება“ (ERIC-GE) — ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტმა Web of Science-ის პლატფორმაზე წვდომა მოიპოვა. აღნიშნული პროექტის უმთავრესი მიზანია ისეთი მდგრადი მექანიზმების შექმნა, რომლებიც უზრუნველყოფს საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის კვლევითი და ინოვაციური პოტენციალის გრძელვადიან განმტკიცებას.
სწორედ ამ ინიციატივის წყალობით, უნივერსიტეტისთვის ხელმისაწვდომი გახდა Web of Science — მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი აკადემიური პლატფორმა. იგი წარმოადგენს უმსხვილეს სამეცნიერო ბაზას, სადაც თავმოყრილია მაღალი ხარისხის რეცენზირებადი ჟურნალები, წიგნები და საკონფერენციო ნაშრომები. ეს მკვლევარებს საშუალებას აძლევს, თვალი ადევნონ უახლეს სამეცნიერო ტენდენციებს და განახორციელონ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საქმიანობა.
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს უკვე აქვთ შესაძლებლობა, უფასოდ გაიარონ რეგისტრაცია და ისარგებლონ Web of Science (WoS) პლატფორმის ყველა უპირატესობით.
📞 საკონტაქტო ინფორმაცია:
- დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით Erasmus+ ERIC-GE პროექტის მენეჯერსა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის წარმომადგენელს — გურანდა მოდებაძეს.
- პლატფორმაზე რეგისტრაციის პროცესში დახმარებას გაგიწევთ სამეცნიერო ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი — ხათუნა კვინცხაძე.


