სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებისა და სადოქტორო პროგრამების განვითარების დეპარტამენტში სამუშაო შეხვედრა გაიმართა ფაკულტეტის სადისერტაციო მუდმივმოქმედი დარგობრივი კომისიების თავმჯდომარეებთან და მდივნებთან.
შეხვედრაზე, რომელსაც სხდომის თავმჯდომარე მერაბ ბერიძე უძღვებოდა, დეტალურად იმსჯელეს სადოქტორო პროგრამების მიმდინარეობასთან დაკავშირებულ აქტუალურ და პრობლემურ საკითხებზე, დასახეს მათი გადაჭრის გზები და სამომავლო გეგმები.
სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ:
- მერაბ ბერიძე (სხდომის თავმჯდომარე)
- მაკა ბერიძე
- ნინო მილაშვილი
- რევაზ ჭიღლაძე
- როინ ყავრელიშვილი
- ვახტანგ ინაური
- გია კაპანაძე
- ნანა ჯღარკავა
- ნინო ბერიძე

