ხარისხიანი განათლება მომავალი პედაგოგებისთვის – გაეცანით სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიან პროგრამას!
2016 წლიდან უნივერსიტეტი წარმატებით ახორციელებს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო (60-კრედიტიან) პროგრამას, რომელიც გაძლევს შესაძლებლობას მიიღო თანამედროვე, სტანდარტების შესაბამისი განათლება და დაიწყო პედაგოგიური საქმიანობა!
რატომ ჩვენი პროგრამა? პროგრამა შემუშავებულია დარგობრივი მახასიათებლებისა და სახელმწიფო რეგულაციების სრული დაცვით და ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსებითა და მხარდაჭერით.
პროგრამის მიზანია მოამზადოს: დაწყებითი საფეხურის (I-VI / I-IV): ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკის, ბუნებისმეტყველების, დაწყებითი საფეხურის ინტეგრირებული სწავლების მასწავლებლები. საბაზო და საშუალო საფეხურის: ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკის, ისტორიის, სამოქალაქო განათლების, ქიმიის, ფიზიკის, ბიოლოგიის, გეოგრაფიის, ისტ-ის, ქართულის (როგორც მეორე ენის) და უცხოური ენების (ინგლისური, გერმანული, რუსული) პედაგოგები.
რა უნარებს შეიძენთ პროგრამის ფარგლებში? მასწავლებლის პროფესიული სტანდარტისა და ეთიკის კოდექსის შესაბამისი ცოდნა. სწავლის უნივერსალური დიზაინის (UDL) პრინციპებისა და დიფერენცირებული სწავლების სტრატეგიების გამოყენება თითოეული მოსწავლის საჭიროებისთვის. უწყვეტ პროფესიულ ზრდაზე, სიახლეების დანერგვასა და სასკოლო საზოგადოებასთან მჭიდრო თანამშრომლობაზე ორიენტირება. ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების ჩამოყალიბება, რეგიონის სპეციფიკისა და საჭიროებების გათვალისწინებით.
დასაქმების პერსპექტივები: კურსდამთავრებულებს შეუძლიათ დასაქმდნენ საჯარო და კერძო სკოლებში, საგანმანათლებლო რესურსცენტრებში, მოსწავლეთა და აბიტურიენტთა მოსამზადებელი ცენტრებში; განათლების სფეროში მომუშავე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებში.
მიღების გამოცხადების ზუსტ თარიღებსა და პროცედურებს უახლოეს მომავალში გაგიზიარებთ უნივერსიტეტის ოფიციალურ გვერდზე. ადევნეთ თვალი სიახლეებს!
გახდი მომავალი თაობების განათლების გზამკვლევი!

