მობილობის მსურველ პირთა საყურადღებოდ! 2026-27 ს.წ.

მობილობის მსურველი პირი (მობილობაზე თანხმობის მიღების შემდეგ) რეგისტრაციას სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაივლის 2026 წლის 11 სექტემბრიდან 18 სექტემბრის (18:00 საათამდე) ჩათვლით.
მისამართი: ქ. ახალციხე, რუსთაველის ქ. N 113, პირველი კორპუსი, ოთახი 303.
წარმოსადგენი დოკუმენტები:

  • განცხადება რექტორის სახელზე (ივსება ადგილზე)
  • ატესტატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი
  • პირადობის მოწმობის (პასპორტის) 2 ასლი
  • უსდ-ში ჩარიცხვის ბრძანების ასლი
  • ცნობა სტატუსის შესახებ
  • სტუდენტის ბარათის ასლი (ჩაბარებული სასწავლო კურსების და გავლილი კრედიტების მითითებით)
  • ფოტოსურათი (3×4) დისკზე ჩაწერილი
  • მიწერის მოწმობის ან სამხედრო ბილეთის ასლი (სამხედრო ვალდებულთათვის/ვაჟებისათვის)

შენიშვნა: სტუდენტის სარეგისტრაციო ანკეტა არის საფუძველი რეესტრში მონაცემების შესატანად. არასწორად შევსებულ ინფორმაციაზე პასუხისმგებელია პირადად სტუდენტი.
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ: 577 98 77 84